cxeli xazi

HOT LINE

596 494 494

info@fof.ge

       

 

"მომავლის ფერმერის" ოფისში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ფერმერები სეზონურად თუ მოულოდნელად წარმოქნილი პრობლემებით კონსულტანტებს მიმართავენ და კვალიფიციურ რჩევებს იღებენ. "მომავლის ფერმერის" საკონსულტაციო სამსახურის მუშაობის ხარისხი და ფერმერების მხრიდან ნდობა დრომ გამოცადა.

დაარსებიდან დღემდე ადგილზე 341 450 ფერმერმა და წვრილმა მეწარმემ მიიღო ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება.

 


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. გაჩნდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზრებზე გასვლის პერსპექტივა. ამისათვის საჭიროა ფერმერების სამეწარმეო და პროფესიული უნარების ამაღლება, პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რათა პროდუქტი ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებდეს.
"მომავლის ფერმერი" გთავაზობთ სხვადასხვა სახის ტრენინგებს სოფლის მეურნეობის ყველა დარგში (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მემცენარეობა, მეთევზეობა, აგრომარკეტინგი...). ტრენინგები ტარდება როგორც ქართველი, ისე - უცხოელი სპეციალისტების მიერ.

დარეგისტრირდით: 596 494 494, info@fof.ge
 
"მომავლის ფერმერს" დაარსებიდან დღემდე ჩატარებული აქვს 630 ტრენინგი, გადამზადებული ჰყავს 11520 ადამიანი (ფერმერი, ვეტექიმი, ვეტფერშალი, ზოოტექნიკოსი, აგრონომი, ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი, ცხოველის (ფრინველის) საკვებმწარმოებელი, სელექციონერი და ა.შ).

 

ავად გახდა თქვენი ცხოველი და ვერ მიდიხართ ვეტექიმთან? გესაჭიროებათ აგრონომის რჩევები და არ იცით ვის მიმართოთ?

დარეკეთ "მომავლის ფერმერის" ცხელ ხაზზე და მიიღეთ საჭირო და დროული კონსულტაცია.
ტელ.: 596 494 494;
+995 (32) 2441044.

დაარსებიდან დღემდე მის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობა: 305 480 ზარი.

 

ფერმერებს ონლაინრეჟიმში შეუძლიათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხისა და რეკომენდაციის მიღება.


დატოვეთ თქვენი შეკითხვა სოციალური ქსელის  Facebook  -ის  ან ელფოსტის info@fof.ge-ის საშუალებით და უმოკლეს დროში (10-15 წუთი) მიიღებთ პასუხს.