cxeli xazi

HOT LINE

596 494 494

info@fof.ge

 

მიმდინარე პროექტები

 

ეროვნული ფიტოსანიტარიის კომპეტენციების გაუმჯობესება საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობების საშუალებით

პროექტის ძირითადი მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება მცენარეთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მართვის საშუალებით, საერთაშორისო ფიტოსანიტარული სტანდარტების შესაბამისად მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, კულტურების ზიანის შემცირება, მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს მცენარეთა მოსალოდნელი დაავადებებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევების საპასუხო ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით, ასევე, ორიენტირებულია მცენარეთა დაცვის სფეროში მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო და საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებასა და ზოგადად განათლების ხარისხის ამაღლებაზე. მომავლის ფერმერი კოორდინირებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას, ხელს უწყობს უცხოელი ექსპერტების ჩართულობასა და მათი გამოცდილების გაზიარებას. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტმანეტის მიერ და ხორციელდება კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.

 


 

 

სოფლის მეურნეობის ექსტენციის გაუმჯობესება აჭარაში



სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, სოფელში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის დარგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესებში. პროექტი მიზნად ისახავს აჭარის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების, ეტიკეტების და სურსათის უვნებლობის ახალი ტენდენციების შესახებ. ამასთან, იგეგმება ტრენინგების შემუშავება რეგიონებში ეფექტური ექსტენციის პრაქტიკის დამკვიდრებისა და პროფესიული პროგრამების გასაძლიერებლად. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო სექტორსა და დონორ ინსტიტუტებთან, რათა მოხდეს ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მარტივად და ეფექტურად უზრუნველყოფს ფერმერებს საჭირო ცოდნითა და უნარებით. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტმანეტის მიერ.