cxeli xazi

HOT LINE

596 494 494

info@fof.ge

კონკურსი პატარა გამომგონებლებისთვის
 24/01/2020

ყურადღება! "მომავლის ფერმერის" კონკურსი სოფლის მეურნეობით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის. თუ ხარ პატარა გამომგონებელი, გაქვს ფერმერების შრომის გამარტივების ან ნაყოფიერების ზრდის შენეული გადაწყვეტა, ინვენტარის, დანადგარის, ტექნოლოგიის კონკრეტული სქემა, თუ შეგიქმნია ხელნაკეთი ხელსაწყოები და სასოფლო-სამეურნეო საშუალებები, გაგვიზიარე შენი გამოცდილება, მიიღე ჩვენს კონკურსში მონაწილეობა! გაიმარჯვე, დასაჩუქრდი და გახდი მისაბაძი სხვებისთვის!

გამარჯვებულის შესახებ მომზადდება ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდება მედიაში.


განცხადების მიღება 15 აპრილამდე.

გამოგონების შესახებ აღწერა და ფოტო მასალა გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@fof.ge.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 596 494 494.