cxeli xazi

HOT LINE

596 494 494

info@fof.ge


"მომავლის ფერმერი", რომელიც 2007 წელს შეიქმნა ხელს უწყობს ფერმერებს, მეწარმეებს, დარგის სპეციალისტებსა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის დარგების, ეკონომიკურ-სოციალური სისტემების განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებაში.


ორგანიზაციის მიზნები



ორგანიზაციის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური სისტემების განვითარების ხელშეწყობა; ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა; ფორმალურ და არაფორმალურ  განათლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე უწყვეტი ხელმისაწვდომობისა და კლიმატური ცვლილებების პირობებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ექსტენციის სერვისების განვითარება, აგროჟურნალისტიკის მხარდაჭერა.


ორგანიზაციის საქმიანობა:


- უზრუნველყოფს ინოვაციური სოციოალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვის ინიცირება და მხარდაჭერა;

- სასოფლო-სამეურნეო/ არასასოფლო სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

- გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ღონიძიებების ხელშეწყობა;

- ინფრასტრუქტურის განვითარება/ რეაბილიტაცია ხელშეწყობა;

- საგრანტო პროგრამების განხორციელება კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის პირდაპირი გრანტების გაცემა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში;

- ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნა;

- ინოვაციური, გარემოსთან მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

- ადამიანებში იმ ცოდნისა და უნარების გაძლიერება, რომელიც მათ დაეხმარებათ ადგილობრივ, რეგიონულ, თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან, საკუთარი საჭიროებების სწორედ წარმოჩენასა და პარტნიორობაში;

- პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, შესაძლებლობების შექმნა, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადება/გადამზადების გზით;

- არაფორმალური განათლების წახალისება/ მხარდაჭერა;

- სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში ადამიანური რესურსების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდასა და კონკურენტუნარიანი კადრების/ დარგის სპეციალისტების მომზადების მხარდაჭერა;

- მოზარდებთან და ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობა, რათა გაზარდოს მათი ჩართულობა ორგანიზაციის მიზნების განხორციელების პროცესში;

- ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისა და სხვა ინიციატივებში;

- მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების გზით;

- დამატებითი რესურსების მოძიება, ორგანიზაციის მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობების განსახორციელებლად;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმ) მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების ამაღლებაში და მათ ჩართულობაში სათემო განვითარების და   სხვა ინიციატივებში;

- ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


საკონსულტაციო ცენტრი


ორგანიზაციაში ფუნქციონირებს საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი, რომელიც ფერმერებს კომპეტენტური რჩევებით უზრუნველყოფს (მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, აგრონომია, სელექცია, მეთევზეობა, მევენახეობა-მებაღეობა და ა.შ.). მუშაობს ცხელი ხაზი. ორგანიზაციის მუდმივი პერსონალითა და დამხმარე კონსულტანტებით დაკომპლექტებული გუნდი ფარავს აგრობიზნესის სრულს ჯაჭვს. გუნდი მოიცავს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სპეციალისტებს, ექსტენციის და  განათლების ექსპერტებს.

ორგანიზაცია კონსულტაციას უწევს ფერმერებს აგრომარკეტინგისა და აგრობიზნესის საკითხებში, უმარტივებს მათ ურთიერთობას საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 


საგანმანათლებლო პროექტები


„მომავლის ფერმერი“ მუშაობს ფერმერებთან ექსტენციის მიმართულებით. განხორციელებული აქვს საგანამანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები საერთაშორისო დონორების მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ორგანიზაცია მუშაობს სოფლის მეურნეობაში ინოვაციების, მეწარმეობისა და საოჯახო მეურნეობის სერვისების გაძლიერების მიზნით, არაფორმალური განათლებისა და უწყვეტი ინფორმაციის მიწოდებით ორგანიზაცია ეხმარება ფერმერებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს კომპეტენციების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში.

ტრენინგები


ორგანიზაციას ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ფერმერების (ყველა დარგი და მიმართულება) და სპეციალისტებისთვის (ვეტერინარია, აგრონომია, ხელოვნური განაყოფიერება, სელექცია, სურსათვის უვნებლობა), 35 ტრენინგი ცხოველთა საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის, 18 ტრენინგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, 12 ტრენინგი ჟურნალისტებისთვის. აღნიშნული ტრენინგების დიდი ნაწილი დაფარული იყო სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, თუმცა, ტრენინგების დაახლოებით 15% ჩატარებულია კერძო დაკვეთით აგროკომპანიების, საბანკო სექტორის, სადაზღვევო სექტორის, აგრომეწარმეების და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების მხრიდან.


მოწვეული ექსპერტები



მომავლის ფერმერი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და მათთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში FOF -ს ჩატარებული აქვს 65 ტრენინგი, ვორქშოპი და მოკლევადიანი გადამზადების კურსი მეწარმეებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის ამერიკის და ევროპის საგანამანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით. FOF -ს გუნდის წევრი კი არის განათლების საერთაშორისო ექსპერტი, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კონსულტანტი ლიზა ლოქსმანი, რომელიც აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და საექსტენციო მოდულების შემუშავების და იმპლემენტაციის ნაწილში.


კონკურსები



ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სახის კონკურსებს, როგორიცაა: „ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“, „აღმოაჩინე ინოვაციური სოფელი“, ასევე, ორგანიზებას უწევს დემო ნაკვეთების მოწყობასა და აგრობანაკებს: „ფერმა, როგორც საკლასო ოთახი“, რომლის ფარგლებში თითქმის მთელ საქართველოში ჰყავს ახალგაზრდა ფერმერთა და სკოლის მოსწავლეთა მხარდამჭერი ჯგუფი.


ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები



1.    სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი აჭარაში

დამფინანსებელი ორგანიზაცია: USDA, Foreign Agricultural Service


პროექტის მიზნებია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, სოფელში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის დარგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესებში.

2.    ეროვნული ფიტოსანიტარიის გაუმჯობესება საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობების საშუალებით

დამფინანსებელი ორგანიზაცია: California State University, Fresno Foundation (under USDA)


პროექტის ძირითადი მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება მცენარეთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მართვის საშუალებით, მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, კულტურების ზიანის შემცირება, მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა საერთაშორისო ფიტოსანიტარული სტანდარტების შესაბამისად.

3.    სიღნაღის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მეწარმე ქალთა ეკონომიკური ხელშეწყობა  (start-up -ების ხელშეწყობა სასოფლო და არასასოფლო მიმართულებით)

დამფინანსებელი ორგანიზაცია: GIZ


პროექტის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პირობებში რეგიონში ქალთა აქტიურობის წახალისება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა. ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ ჩართულობას სხვადასხვა ბიზნეს-პროექტებში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქალებს გაუჩნდეთ სტაბილური შემოსავლის წყარო.

4.    ფერმის მართვის კურიკულუმის შემუშავება და საჩვენებელი ტრენინგები

დამფინანსებელი ორგანიზაცია: Land o’Lakes/GFA under SQIL Project funded by USDA


პროექტის მიზანია ფერმის მართვის სასწავლო პროგრამის შემუშავება, არსებული მერძევე და მეხურცული ფერმერების ცოდნის გაღრმავებისა და მეცხოველეობის მეურნეობების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად.
 
5.    მცირე ფერმერულმეუნეობათა ხელშეწყობა - მეცხოველეობასა და საკვებწარმოებაში

დამფინანსებელი ორგანიზაცია: HEKS/EPER South Caucasus Regional Office


პროექტის მიზანია ვეტერინარული მედიცინისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება და ტრენინგები მეცხოველეობაში.

6.    მცირე მეცხოველე ფერმერთა და ვეტერინართა განვითარება და ხელშეწყობა

დამფინანსებელი ორგანიზაცია: Mercy corps


პროექტი მიზნად ისახავს ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წახალისებას, გააუმჯობესონ და შექმნან უკეთესი პირობები, რაც პირდაპირ აისახება მათ ფინანსურ შედეგებზე.

7.    მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა და მარკეტინგული აქტივობების  მხარდაჭერა

დამფინანსებელი ორგანიზაცია: Mercy corps


პროექტის მიზანია მცირე მეწარმეების დახმარება მარკეტინგული საქმიანობის ხელშეწყობაში, პირუტყვის ღირებულების ჯაჭვების გაუმჯობესებაში, მცირე ფერმერების, კერძო ბიზნესის, მომხმარებლების, ადგილობრივი მმართველობისა და ბიზნესის გარემოს სასარგებლოდ.

8.    ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: EPTISA Romania S.R.L. Branch in Georgia/ funded by WB, ORIO and Georgian Government


“მომავლის ფერმერის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა: საინფორმაციო კამპანია (კარდაკარ კამპანიის ჩატარება და სემინარების ჩატარება პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობით), ყველა დაინტერესებული მხარისგან იდეებისა და კომენტარების შეგროვება, განსხვავებული მიდგომების ანალიზი, უკუკავშირის და გადაწყვეტილების ფორმირება.